„გაიყვანეთ ჯარები ყირიმიდან, თავი შეიკავეთ უკრაინის სხვა რეგიონებში ჩარევისაგან“

  ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რუსეთს შეიარაღებული ძალების დისლოკაციის ადგილებზე, დაბრუნებისკენ მოუწოდებს, – ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში უკრაინის პრემიერ არსენ იაცენიუკთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, გაიწვიოს თავისი ძალები მათი დისლოკაციის ადგილებზე და თავი შეიკავოს უკრაინის სხვა ტერიტორიებზე ჩარევებისაგან”,- განაცხადა გენერალურმა მდივანმა. რასმუსენის განცხადებით, რუსეთმა პატივი უნდა სცეს მის მიერვე ხელმოწერილ საერთაშორისო ვალდებულებებს და არ ეცადოს სახელმწიფოთა საზღვრების გადაკეთებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები