სევასტოპოლის საქალაქო საბჭომ რუსეთის ფედერაციაში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო

  ყირიმის შემდეგ, რუსეთის ფედერაციაში შესვლის შესახებ გადაწყვეტილება სევასტოპოლის საქალაქო საბჭომ მიიღო. ქალაქი 16 მარტს დაგეგმილ რეფერენდუმშიც მიიღებს მონაწილეობას, მიუხედავად იმისა, რომ რეფერენდუმის ჩატარების გადაწყვეტილება გვიან ღამით უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა გააუქმა. ალექსანდრე ტურჩინოვმა ყირიმის პარლამენტიც დაითხოვა. პარალელურად, უკრაინელი სამხედროები ყირიმში კვლავ შტურმს ელიან. უკრაინული მედიის ცნობით, რეგიონში კაზაკების რამდენიმე დანაყოფი შევიდა. ისინი ქერჩში ბორნებს აკონტროლებენ. კვლავ ალყაშია სამხედრო ბაზა ევპატორიაში. სამხედროფორმიანი ადამიანები ბაზის ყველა გასასვლელს აკონტროლებენ და ამბობენ, რომ ტერიტორიას პროვოკატორებისგან იცავენ. უკრაინის ტერიტორიულ წყლებში უკვე შევიდა ამერიკული სამხედრო ხომალდი “ჯორჯ ბუში”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები