აშშ ყირიმის რეფერენდუმს არ აღიარებს

   ამერიკის შეერთებული შტატები ყირიმში 16 მარტს დაგეგმილი რეფერენდუმის აღიარებას არ აპირებს,- ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს პრესი“ ავრცელებს. როგორც ოფიციალური ვაშინგტონი განმარტავს, ნებისმიერი გადაწყვეტილება არა ყირიმში, არამედ კიევში ცენტრალური ხელისუფლების მიერ უნდა იყოს მიღებული.
„არ შეიძლება ნებისმიერ ტერიტორიაზე მიღებულ გადაწყვეტილებას ეწოდოს ლეგიტიმური, თუკი მას ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლება ემიჯნება“,- განუმარტეს თეთრ სახლში ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, რომ ყირიმში რეფერენდუმი 16 მარტს არის დაგეგმილი. რეფერენდუმის ფარგლებში ორი კითხვა იქნება დასმული, სურს თუ არა მოსახლეობას რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლა და უნდა ამოქმედდეს თუ არა ყირიმის 1992 წლის კონსტიტუცია?

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები