ლეონარდო დიკაბრიო ჩელიაბინსკის თეატრში მიიწვიეს

 ჩელიაბინსკის კამერულმა თეატრმა ჰოლივუდის მსახიობ ლეონარდო დიკაბრიოს შესთავაზა, მიიღოს დამსახურებული არტისტის წოდება და სპექტაკლებში სათამაშოდ მიიწვია. როგორც თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორმა განმარტა, ჩელიაბინსკელებმა მსახიობის მიმართ მხარდაჭერა, რომელმაც ამჯერადაც ვერ მიიღო „ოსკარი“, ასე გამოხატეს. თეატრის ხელმძღვანელობამ ეს შეთავაზება ლეონარდო დიკაპრიოს აგენტს ელექტრონულ ფოსტაზე გაუგზავნა. ამის გარდა, როგორც სიჩევმა განაცხადა, ჰოლივუდის მსახიობისთვის სპექტაკლებში შესაფერისი როლებიც შეარჩიეს. სპექტაკლში “Пленные духи” მას უსიტყვო როლს შესთავაზებენ, რადგან დიკაბრიომ, შესაძლოა, რუსული არ იცოდეს. „გარდა ამ სპექტაკლისა, ის ასევე ძალიან მოუხდება სპექტაკლს – “Коварство и любовь”, – განუცხადა “ინტერფაქსს” თეატრის წარმომადგენელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები