აშშ რუს მაღალჩინოსნებს სავიზო სანქციებს უწესებს
თეთრი სახლი სავიზო სანქციებს იმ რუს მაღალჩინოსნებს უწესებს, რომლებმაც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე შეუქმნეს,- ამის შესახებ განცხადება თეთრმა სახლმა გაავრცელა. „პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთის იმ ჩინოვნიკებს, რომლებიც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხეს უქმნიან, სავიზო სანქციებს უწესებს“,- ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.