ზოოპარკში ცხოველები შიმშილობენ

   ხარკოვის ზოოპარკში რამდენიმე ცხოველი შიმშილობის ზღვარზეა. ზოოპარკს ცხოველების გამოსაკვები თანხა არ აქვს, რადგან მიღება შეუწყვიტეს. როგორც ხარკოვის ზოოპარკის დირექტორმა ალექსეი გრიგორევმა განაცხადა, ქალაქი ზოოპარკის ფულს კიევის ხაზინაში რიცხავს, თუმცა ისინი მათ არც ერთ თეთრს აღარ უგზავნიან.
„საკვები მხოლოდ ორშაბათამდე გვეყოფა, ახლა კი ვმუშაობ მომწოდებლებთან და მათ ვთხოვ, რომ ორშაბათს მოგვიტანონ საჭმელი. მზრუნველ ხარკოველებს შეუძლიათ ზოოპარკის ბილეთის შეძენით დაეხმარონ ცხოველებს. ამით 8 მარტს ბილეთის ფასი განახევრდება. კარგი იქნება, თუ ისინი მიიტანენ ნებისმიერ მარცვლეულს, ბოსტნეულსა და ხილს, რომელიც ცხოველებს გადაარჩენს“, – განაცხადა ალექსეი გრიგორევმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები