ყირიმში უკრაინის არმია ოკუპანტად გამოაცხადეს

  ყირიმის პირველი ვიცე-პრემიერის რუსტამ ტემირგალიევის განცხადებით, ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის გადაწყვეტილება ძალაში შევიდა, რეფერენდუმი მხოლოდ მისი დამტკიცებისთვისაა საჭირო,- ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. „ყირიმი რუსეთის ფედერაციის ტერიტორია გახდა“, – აღნიშნა მან. მისი თქმით, ყირიმის ტერიტორიაზე ერთადერთ კანონიერ შეიარაღებულ ფორმირებას რუსეთის შეიარაღებული ძალები წარმოადგენენ. „მესამე სახელმწიფოს ან სხვა სხელმწიფოს შეიარაღბული ძალები ჩაითვლებიან ოკუპანტებად, მათთვის შესაბამისი შედეგებით“, – ხაზი გაუსვა პირველმა ვიცე-პრემიერმა. როგორც რუსტამ ტემირგალიევმა განმარტა, უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეებს ან ახალი ფიცის მიღებას შესთავაზებენ, ან მათ უკრაინის ტერიტორიაზე უსაფრთხოდ გადასვლის საშუალებას მისცემენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები