ყირიმის პარლამენტის მიმართვა პუტინმა რუსეთის უსაფრთხოების საბჭოზე განიხილა

 ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების საბჭოს ოპერატიული სხდომა ჩაატარა. სხდომაზე რუსეთის პირველმა პირმა რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ ყირიმის უმაღლესი რადის გადაწყვეტილება განიხილა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მედიის ინფორმაციით, თათბირის შედეგების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა. სხდომაში პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ივანოვი, სახელმწიფო სათათბიროს სპიკერი სერგეი ნარიშკინი, შს მინისტრი ვლადიმერ კოლოკოლცევი, უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკალაი პატრუშევი, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, გარე დაზვერვის ხელმძღვანელი მიხეილ ფრადკოვი და უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი ბორის გრიზლოვი მონაწილეობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები