ისრაელის სამხედროებმა რაკეტებით დატვირთული გემი დააკავეს
ისრაელის სამხედროებმა პალესტინელი მებრძოლებისთვის განკუთვნილი რაკეტებით დატვირთული გემი დააკავეს. ისრაელის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, გემზე, რომელიც წითელ ზღვაში მოძრაობდა, “ჰაიბარ 1-ის” ტიპის რაკეტები იყო მოთავსებული, და მათ სამიზნის განადგურება 200 კილომეტრის რადიუსში შეუძლიათ. ქვეყნის სამხედრო სარდლობაში აღნიშნეს, რომ ტვირთი ღაზის სექტორში მოქმედი დაჯგუფებებისთვის იყო განკუთვნილი და მათი მიწოდება სირიიდან ხდებოდა.