გურჯაანის გამგებელი გიორგი ღვინიაშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

გურჯაანის გამგებელი გივი გერგაძე გიორგი ღვინიაშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. მისი განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გამგეობის საქმიანობის შეფერხებას ცდილობდნენ. მოგვიანებით გამგეობის წევრები იძულებულები გახდნენ, რომ პოლიციისთვის გამოეძახათ.
“გუშინ დილით ჩვეულებრივ დავიწყეთ 10 საათიდან მოქალაქეების მიღება. ზოგს პირადი, ზოგს სოციალური პრობლემები ჰქონდა. შემოვიდა ერთი მოქალაქე, რომელსაც ჩართული კამერებით “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები შემოყვნენ. ამ ქალბატონს “ნაციონალები” კარნახობდნენ, რა უნდა ეთქვა, თუმცა გაირკვა, რომ ამ ქალბატონის პრობლემები ჩვენი გადასაწყვეტი არ იყო და გაუგებარ მოთხოვნებს აყენებდა. ამ დროს კამერების უკან ვიღაც უცხო პირები გამოჩნდნენ, რომლებიც “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებთან იყვნენ. მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მეც მომაყენეს და ჩემს თანაშემწესაც, რომელიც მოქალაქეებთან მიღებებს ესწრება ხოლმე. ამის შემდეგ ფიზიკურ შეურაცხყოფაზე გადავიდნენ. “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა აღარ მოგვცეს საშუალება, რომ მოქალაქეებთან მიღება გაგვეგრძელებინა, რის შემდეგაც, ჩვენ ადგილზე პოლიცია გამოვიძახეთ. ამის შემდეგ ღვინიაშვილი და თარხნიშვილი შემოვიდნენ კაბინეტში. მე ვუთხარი, რომ თუ რაიმე კითხვა ჰქონდათ, მე შემეძლო პასუხის გაცემა. ისინი თითქოს კომისიის ფარგლებში იყვნენ შემოსულნი, რაზეც მე ვუპასუხე, რომ ყველა ინფორმაცია საჯაროა”, – განაცხადა გამგებელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები