გიორგი ვოლსკი: დიდი იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ინტენსიური თავდასხმა საქართველოზე შეჩერდება

“დიდი იმედი გვაქვს, რომ მაინც საღი აზრი გაიმარჯვებს და საბოლოო ჯამში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ასეთი ინტენსიური თავდასხმა საქართველოზე შეჩერდება”,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი აცხადებს.

„უნდა გავიხსენოთ ის განცხადება, რომელიც გაკეთდა ევროსტრუქტურებში, რომ სამხრეთ კავკასია არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი რეგიონი, სადაც ევროკავშირი აპირებს თანამშრომლობის გაფართოებას. აბსოლუტურად უსაფუძვლოა ასეთი ფიქრი და გეგმა, თუ საქართველოსთან ნორმალური ურთიერთობა არ აქვთ. ან მეორე ეჭვი ჩნდება, რასაც ასევე აქვს საფუძველი, რომ საქართველოში თანამშრომლობას აპირებენ იმ შემთხვევაში, თუ მათი შერჩეული მარიონეტული ხელისუფლება მოვა სათავეში. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა სწორედ ამ უსამართლობის გამო დატოვა საქართველოს დელეგაციამ და დიდი იმედი გვაქვს, რომ მაინც საღი აზრი გაიმარჯვებს და საბოლოო ჯამში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ასეთი ინტენსიური თავდასხმა საქართველოზე შეჩერდება“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ევროსაბჭოში საქართველოზე დებატები დღის მეორე ნახევარში დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები