კოლუმბიაში 36 წლის ქალის ცხედარი ჩემოდანში იპოვეს – პოლიცია ორ უცხოელს ეძებს

კოლუმბიაში პოლიცია 36 წლის მოდელის მკვლელობასთან დაკავშირებით ორ უცხოელს ეძებს, რომლის ცხედარიც ჩემოდანში იპოვეს. ამის შესახებ Daily Mail-ი იტყობინება.

ნატალია ვილალბა ანგარიტას ნეშტი დედაქალაქ ბოგოტაში, მის მიერ ნაქირავებ ბინაში აღმოაჩინეს. ის აბაზანაში ნაცრისფერ ჩემოდანში იყო დამალული. შემთხვევის ადგილზე ასევე იპოვეს მოდელის პირადი ნივთები, მათ შორის ორი პასპორტი.

პოლიციამ აღმოაჩინა, რომ ბინაში ორი მამაკაცი იმყოფებოდა. თავდაპირველად იქ ტეხასელი აშშ-ის მოქალაქე იმყოფებოდა, თუმცა მოგვიანებით ის წავიდა. 17 ივნისს ქალი ბრიტანელმა მამაკაცმა მოინახულა. ის მეორე დღეს წავიდა. ვიდეოკამერებმა დააფიქსირა, თუ როგორ მიჰქონდა მამაკაცს თეთრეული სამრეცხაოში.

გამომძიებლები იკვლევენ სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს, შენობაში შესვლის ჩანაწერებს და ორი უცხოელის გადაადგილების მონაცემებს. ორივე მამაკაცი ძებნილია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები