მედია: ღაზას სამშვიდობო საბჭოს სხდომა კვიპროსში 30 ივნისიდან 1 ივლისამდე გაიმართება

ღაზას სექტორის სამშვიდობო საბჭოს სხდომა კვიპროსში, 30 ივნისიდან 1 ივლისამდე გაიმართება.

ამის შესახებ საინფორმაციო პორტალმა In-Cyprus-მა კვიპროსის მთავრობის ოფიციალურ წარმომადგენელზე, მინისტრ კონსტანტინოს ლეტიმპიოტისზე დაყრდნობით განაცხადა.

„შემიძლია გითხრათ, რომ მშვიდობის საბჭო შეიქმნა ღაზას რეკონსტრუქციის გეგმის განსახორციელებლად, გაერო-ს 2803 რეზოლუციის შესაბამისად, რომელსაც კვიპროსის რესპუბლიკა არა მხოლოდ მიესალმა, არამედ თავიდანვე დაუჭირა მხარი“, – ციტირებს პორტალი მთავრობის წარმომადგენლის სიტყვებს.

ლეტიმპიოტისმა აღნიშნა, რომ საბჭო კვიპროსში 30 ივნისს და 1 ივლისს შეიკრიბება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები