მესი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა

არგენტინის თავდამსხმელმა და კაპიტანმა ლიონელ მესიმ ავსტრიის ნაკრების კარში გოლი გაიტანა და მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

„ჯ“ ჯგუფის მატჩი არგენტინასა და ავსტრიას შორის დალასში გაიმართა. მესიმ გოლი 38-ე წუთზე გაიტანა. ეს გოლი არგენტინელისთვის მსოფლიო ჩემპიონატზე კარიერაში მე-17 იყო.

ის ერთადერთი რეკორდსმენი გახდა, რითაც გერმანიის ნაკრების ყოფილ თავდამსხმელს, მიროსლავ კლოზეს (16 გოლი) გაუსწრო.

ტურნირის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირების სიაში შემდეგ მოდიან ბრაზილიელი რონალდო (15), გერმანელი გერდ მიულერი (14) და ფრანგი კილიან მბაპე (14), რომელიც ასევე მონაწილეობს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე.

მესი ასევე იზიარებს რეკორდს პორტუგალიელ კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე ჩატარებული ყველაზე მეტი მატჩის რაოდენობით (თითოეული 6-6).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები