ლევან მახაშვილი: ამ ყველაფრის უკან დგას ერთი და იგივე პოლიტიკური ოჯახი, რომლებიც ცდილობენ საქართველო ომის ფერხულში ჩართონ
ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ევროსაბჭოში, საქართველოზე დებატებს, რომელიც დღეს გაიმართება „ქრონიკასთან“ ეხმაურება.
„გადის პერიოდი, ბევრი რაღაც იცვლება, მაგრამ რაც არ იცვლება, ეს არის ვიწრო პოლიტიკური ინტერესი, რომ დააზიანონ საქართველოს ხელისუფლება და საქართველოს ხელისუფლება იყოს მათ დაკრულზე მოცეკვავე. სწორედ ამით არის ნაკარნახევი მთელი ეს რეზოლუციები და განცხადებები.
ამ ყველაფრის უკან დგას ერთი და იგივე პოლიტიკური ოჯახი, ერთი და იგივე ძალა, რომლებიც ცდილობენ საქართველო ომის ფერხულში ჩართონ. ჩვენი მოლოდინია, რომ დებატებიც იქნება იგივე უსაფუძვლო ბარალდებები საქართველოს მიმართ.
ჩვენ არაერთხელ დაგვიფიქსირებია, რომ მზად ვართ კონსტრუქციული, თანასწორუფლებიანი, ოღონდ მტკიცებულებებზე და სიმართლეზე დაფუძნებული დიალოგისთვის“, – აღნიშნა მახაშვილმა.