“ატესტატის წარმოდგენა სავალდებულოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს მოთხოვნა თქვენს საგამოცდო ბარათზეა მითითებული” – გამოცდების ეროვნული ცენტრი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ატესტატის წარმოდგენა ცენტრში სავალდებულოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს მოთხოვნა აბიტურიენტის საგამოცდო ბარათზეა მითითებული.

“გაითვალისწინეთ:

ატესტატის წარმოდგენა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში სავალდებულოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს მოთხოვნა თქვენს საგამოცდო ბარათზეა მითითებული;

ატესტატის ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის წარმოდგენის ბოლო ვადაა 11 აგვისტოს 18:00 საათი;

ატესტატის წარმოდგენა შესაძლებელია მისამართზე: თბილისი, ე. მინდელის ქუჩა N9, ხოლო რეგიონებში – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გისურვებთ წარმატებას!”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები