სილვიო ბერლუსკონი შვილის მეგობარზე ქორწინდება

  იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი შვილის მეგობარზე ქორწინდება. საქორწინო ცერემონია ივნისში კუნძულ ისკიაზე გაიმართება. ბერლუსკონის რჩეული 28 წლის ნეაპოლელი ფრანჩესკა პასკალია. ფრანჩესკა მოცეკვავე და მომღერალია. ის რამდენიმე წლის წინ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ფანთა კლუბს ხელმძღვანელობდა. რამდენიმე ხნის წინ პასკალმა ინტერვიუში განაცხადა, რომ ძლიერი გოგონაა და მან ყველაფერი ისე გააკეთა, რომ საყვარელ მამაკაცს დარჩა მხოლოდ ეთქვა – “კი”.
ცერემონია, რომელიც ივნისში კუნძულ ისკიაზე გაიმართება, ოჯახის მეგობარი და პარტიის – “წინ იტალია” კოლეგა, სენატორი დომენიკო დი სიანო წაიყვანს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები