დავით კერესელიძე იმედოვნებს, რომ უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის გადმოსვენება უმოკლეს დროში მოხდება

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესპიკერის დავით კერესელიძის განცხადებით, სამინისტრო ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ უკრაინაში, დონეცკის რაიონში მდებარე სოფელ შიროკინოში დაღუპული ქართველი მებრძოლის გიორგი ჯანელიძის გადმოსვენება უმოკლეს დროში მოხდეს.
„გადმოსვენების საკითხები გარკვეულ პროცედურებთან არის დაკავშირებული. ვცდილობთ, ეს პროცედურები რაც შეიძლება სწრაფად გავიაროთ, რომ დაღუპული ქართველი მეომრის ნეშტის საქართველოში გადმოსვენება დროულად მოხდეს“, – განაცხადა საგარეო უწყების სპიკერმა. თუმცა დავით კერესელიძე გადმოსვენების კონკრეტულ დროს ვერ ასახელებს. „გადმოსვენების ზუსტი თარიღის თქმა ძალიან ძნელია, მაგრამ ვეცდებით, პროცედურა რაც შეიძლება მალე შესრულდეს. ეს არის სენსიტიური, ადამიანური, ჰუმანური საკითხი, რომელიც ყველას ევალება, რომ დროზე გააკეთოს,“ – აღნიშნა დავით კერესელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები