ამერიკელმა ალფონსმა პენსიონერს 800 ათასი რუბლი გამოძალა

   ვოლგოგრადელმა პენსიონერმა 800 ათასი რუბლი იზარალა. მას სოციალურ ქსელში გაცნობილმა ამერიკელმა თაღლითმა თანხა გამოსძალა იმ მიზნით, რომ მამაკაცი მასთან კამიშინში ჩავიდოდა საცხოვრებლად. ამის შესახებ “რია ნოვისტი” იუწყება. როგორც ცნობილი გახდა, 65 წლის ქალბატონმა გასული წლის ოქტომბერში სოციალურ ქსელში აშშ-ს მოქალაქე მამაკაცი გაიცნო. რამდენიმე თვის კონტაქტის შემდეგ მამაკაცმა ქალს ერთად თანაცხოვრება შესთავაზა. თავად მას განზრახული ჰქონდა რუსეთში ჩასვლა, თუმცა ამისთვის საბუთები უნდა მოემზადებინა და დაეხურა ბიზნესი. მამაკაცმა მეგობარ ქალს ფინანსური დახმარება სთხოვა.
პენსიონერმა ერთი თვის განმავლობაში მამაკაცს 800 ათასი რუბლი შეუგროვა. მან ვალები აიღო, თუმცა თანხის გაგზავნიდან რამდენიმე ხნის შემდეგ მამაკაცი სოციალურ ქსელში აღარ გამოჩენილა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები