ლავროვმა საფრანგეთი, ბრიტანეთი და პოლონეთი კიევში სახელმწიფო გადატრიალების პროვოცირებაში დაადანაშაულა (ვიდეო)
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უკრაინის საგარეო საქმეთა დროებით მინისტრთან შეხვედრაზე უარი განაცხადა. ბუდაპეშტის მემორანდუმის ფარგლებში ამ დრომდე ვერ იქნა შეთანხმება მიღწეული უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. მთელი დღის განმავლობაში პარიზში სამხრივი შეხვედრის ფარგლებში მიმდინარეობდა კონსულტაციები. მოლაპარაკებების დროს მხარეები მხოლოდ იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ კონსულტაციები კვლავაც უნდა გაგრძელდეს. კონსულტაციების ფარგლებში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უკრაინელ კოლეგასთან – ანდრეი დეშიცეისთან შეხვედრაზე უარი განაცხადა. ამასთან, ლავროვმა საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის და პოლონეთის წარმომადგენელი კიევში სახელმწიფო გადატრიალების პროვოცირებაში დაადანაშაულა.