თბილისის მოდის კვირეულის დასკვნითი დღე

დღეს თბილისის მოდის კვირეულის მეოთხე, დასკვნითი დღეა, რომელსაც 15:00 საათზე დიზაინერი გიორგი ქებურია გახსნის. ქებურიას ჩვენება აბაშიძის 10 ნომერში გაიმართება.
კვირეულის მეოთხე დღის განრიგის მიხედვით, საღამოს დაგეგმილი ჩვენებები ვარდების მოედანზე გაიმართება.
17:00 საათზე დიზაინერი მარიამ გვასალია გამართავს ჩვენებას; 18:00 საათზე – დიზაინერი სალი ფანგანი; 19:00 საათზე – რია ქებურია; 20:00 საათზე კი, ატელიე კიკალას პრეზენტაცია გაიამრთება.
თბილისის მოდის კვირეულის მე-11 სეზონი 21:00 საათზე, მოძრაობის თეატრში ჟურნალ „ნარგის საქართველოს“ წვეულებით დაიხურება.
ღონისძიების გარელოკაციას პოლონურ-ქართული კომპანია “აგრომაქს დეკორი” უნიკალური, დეკორატიული ჯიშის მცენარეებით გააფორმებს.
16-19 აპრილს, ჰონდას ცენტრი თბილისი წარმოადგენს თბილისის მოდის კვირეულის მე-11 სეზონს. საქართველოს ყველაზე მოდურ ღონისძიებას „ივერია ჯგუფი“ მასპინძლობს.
პორტალი “კვირა” თბილისის მოდის კვირეულის საინფორმაციო მხარდამჭერია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები