ცესკოდან აღმაშენებლის ხეივნისკენ მიმავალი მსვლელობის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა
ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან დავით აღმაშენებლის ძეგლის მიმართულებით მიმდინარე მსვლელობისას, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეხლა-შემოხლაა მოხდა.
აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.
მართლწესრიგის უზრუნველსაყოფად, მსვლელობას საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟიც მიჰყვებოდა.
მსვლელობის დაწყებამდე გაჟღერდა საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნი.