ლევან მაჭავარიანი: ბოლო რეზოლუციაში პირდაპირ ჩაგვიწერეს, რომ რუსეთს სანქციები უნდა დავუწესოთ და ჩვენი ეკონომიკა გავანადგუროთ, მაშინ როდესაც ამ ევროპარლამენტარების ქვეყნების ნაწილი რუსეთს არანაირ სანქციას არ უწესებს

“ქართული ოცნების” დეპუტატი ლევან მაჭავარიანი, ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებს აფასებს.

მისი თქმით, დებატებზე გაჟღერდა არაერთი ევროპარლამენტარის განცხადება საქართველოს მისამართით, რომელიც სრულიად ობიექტურ მოცემულობაზე იყო დაფუძნებული, მაგრამ ასევე იყო ლობისტების, გარკვეული ჯგუფის განცხადებებიც.

„ბოლო რეზოლუცია მინდა გავახსენო ჩვენს თანამოქალაქეებს, სადაც მათ პირდაპირ ჩაგვიწერეს, რომ თურმე რუსეთს სანქციები უნდა დავუწესოთ და ჩვენი ეკონომიკა გავანადგუროთ, მაშინ როდესაც ამ ევროპარლამენტარების ქვეყნების ნაწილი რუსეთს არანაირ სანქციას არ უწესებს“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები