არჩილ გორდულაძე: მტკნარი სიცრუეა ოპოზიციის განცხადებები და ნარატივები, რომლებიც ხან ფლომასტერს, ხან გაჟონილ მელანს და ხან აპარატს აბრალებენ ხოლმე არჩევნებში თავიანთ მარცხს

გამოძიების ინტერესებია და კანონიც ავალდებულებს პროკურატურას, რომ სრულად გამოიძიოს საქმე, რომელიც ეხება არჩევნებს,- ამის შესახებ საპარლამენტო
უმრავლესობის წევრმა არჩილ გორდულაძემ არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმესთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

დეპუტატის თქმით, არავითარი პრობლემა არც აპარატებთან დაკავშირებით და არც ხმის მიცემის პროცედურასთან არ არსებობდა.

„პროცედურების დაცვით სრულად მოხდება ამ აპარატების შესწავლა და კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ არავითარი პრობლემა არც აპარატებთან დაკავშირებით და არც ხმის მიცემის პროცედურასთან არ არსებობდა და მტკნარი სიცრუეა ოპოზიციის განცხადებები და ნარატივები, რომლებიც ხან ფლომასტერს, ხან გაჟონილ მელანს და ხან აპარატს აბრალებენ ხოლმე არჩევნებში თავიანთ მარცხს“, – განმარტა გორდულაძემ.

ინფორმაციისთვის, პროკურატურამ გამოძიების ფარგლებში, სხვა საგამოძიებო მოქმედებებთან ერთად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციულ შენობაში საპარლამენტო არჩევნებში გამოყენებული ვერიფიკაციის აპარატები დალუქა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები