გურამ მაჭარაშვილი: აღქმების და ლიბერალური ფაშიზმის მიმდინარეობის დრო დასრულდა

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტში გამართულ დებატებს გამოეხმაურა.

მაჭარაშვილი აცხადებს, რომ აღქმების და ლიბერალური ფაშიზმის მიმდინარეობის დრო დასრულდა.

„პირდაპირი გაგებით გვეუბნებიან, რომ გაუმჭვირვალე და შავი ფული იყოს საქართველოში, ჩვენ ვისაც გვინდა შავი ფულით დავაფინანსებთ, კაცები გაათხოვეთ რაც შეიძლება ბევრი და ამას თუ არ დააკმაყოფილებთ, ევროკავშირში არ მიგიღებთო, – ამას გვეუბნება ევროპარლამენტის ეს რეზოლუცია. საქართველოში კი არა, ამ იდეებს აღარც ამერიკაში და ევროპაში უჭერენ მხარს. აღქმების და ლიბერალური ფაშიზმის მიმდინარეობის დრო დასრულდა“, – აღნიშნავს მაჭარაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები