არჩილ გორდულაძე: “კოლექტიური ნაცმოძრაობა”, რომელიც საკუთარ თავს ოპოზიციას უწოდებს, კვლავ აგრძელებს საბოტაჟს და ჩატარებული არჩევნების დელეგიტიმაციის მცდელობას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, არჩილ გორდულაძე აცხადებს, რომ “კოლექტიური ნაცმოძრაობა”, რომელიც საკუთარ თავს ოპოზიციას უწოდებს, კვლავ აგრძელებს საბოტაჟს და ჩატარებული არჩევნების დელეგიტიმაციის მცდელობას.

მისივე თქმით, ოპოზიცია მარცხს ვერ ეგუება.

“კოლექტიური ნაცმოძრაობა”, რომელიც საკუთარ თავს ოპოზიციას უწოდებს, კვლავ აგრძელებს საბოტაჟს და ჩატარებული არჩევნების დელეგიტიმაციის მცდელობას. ისინი, რა თქმა უნდა, ვერ ეგუებიან მარცხს და ყველა ღონეს ხმარობენ იმისთვის, რომ თავიანთი ტყუილები როგორმე თავს მოახვიონ ქართველ ხალხს და მათ შორის, მართლმსაჯულების სისტემასაც. რა თქმა უნდა, სააპელაციოში გასაჩივრებას შედეგი არ ექნება, რადგან არანაირი სამართლებრივი საფუძველი, არგუმენტები და არცერთი ფაქტი არ აქვთ მოყვანილი. მხოლოდ ცდილობენ, როგორმე მოატყუონ საზოგადოება და სასამართლო”, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები