ეს არის კონკრეტული დეპუტატების მიერ წარმოდგენილი ინიციატივა და მათი სახელები ჩვენი საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
უმრავლესობის წევრი ევროპარლამენტში 20 ევროპელი კანონმდებლის მიერ საქართველოს საკითხზე გამართულ დებატებს გამოეხმაურა.
„4 წელია დაკავებულები არიან „ქართული ოცნების“ კრიტიკით და ეს არის ერთგვარად კიდევ ერთი გადმოგდებული მაშველი რგოლი ჩვენი ოპოზიციისთვის. ჩვენ ვიხილეთ ევროპარლამენტის სხვა დეპუტატების გამოსვლებიც, რომლებიც ამბობდნენ, რომ ეს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაა“, – განაცხადა სამხარაძემ.