დღეს “ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
“ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ნოემბერს 07:00-დან 07:05 საათამდე და 12:30-დან 13:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ზაჰესში თავისუფლების, ენერგეტიკის, კასკადის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე მუხათგვერდში; 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში თხინვალა, ლისი, მსხალდიდი და მიმდებარე სოფლებში: 11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს სოფელ დიღომში ვახტანგ ცინცაძის, როსტევანის, ანდრონიკაშვილის, ჩალიპირების და მიმდებარე ქუჩებზე.
კომპანიისვე ცნობით, სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.