გოგიტა თოდრაძე: სექტემბერ-ოქტომბერში ჩავატარეთ მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა რამდენიმე დასახლებაში – მონაცემები საყოველთაო აღწერის დასრულებიდან 6 თვეში გამოქვეყნდება

“სექტემბერ-ოქტომბერში ჩავატარეთ მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა რამდენიმე დასახლებაში. ეს გახლავთ მესტია, ყაზბეგი, ლენტეხი, დუშეთის და ომალოს რამდენიმე ადმინისტრაციული ერთეული”, – ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ „დღის ქრონიკაში“ საუბრისას განაცხადა.

„იქიდან გამომდინარე, რომ ზოგიერთი მაღალმთიანი ადმინისტრაციული ერთეული შედარებით რთული მეტეოროლოგიური პირობებით ხასიათდება, სექტემბერ-ოქტომბერში ჩავატარეთ მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა რამდენიმე დასახლებაში. ეს გახლავთ მესტია, ყაზბეგი, ლენტეხი, დუშეთის და ომალოს რამდენიმე ადმინისტრაციული ერთეული. მონაცემები გამოქვეყნდება დანარჩენ მონაცემებთან ერთად, საყოველთაო აღწერის დასრულებიდან 6 თვეში. 2025 წლის ივნისში გამოქვეყნდება მონაცემები“, – აღნიშნა გოგიტა თოდრაძემ.

ცნობისთვის, 2024 წლის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერა ორ ეტაპად ჩატარდება, პირველ ეტაპზე მოქალაქეებს თვითრეგისტრაცია საქსტატის ვებგვერდზე შეუძლიათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები