„ზაქარია ფალიაშვილი და მესა“ – საჯარო ლექცია გაიმართება
16 ნოემბერს, 17:00 საათზე, თბილისის მუზეუმების გაერთიანება – ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი, „თბილისის ბაროკო ფესტივალის“ მე-10 საიუბილეო სეზონის ფარგლებში, უმასპინძლებს ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორის, გვანცა ღვინჯილიას საჯარო ლექციას – „ზაქარია ფალიაშვილი და მესა“.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ზაქარია ფალიაშვილის მესაში აისახა კათოლიკური ეკლესიის გარემოში აღზრდილი კომპოზიტორის მუსიკალური შთაბეჭდილებები. თავად კომპოზიტორს მისი გამოცემისთვის არასოდეს უზრუნია. ეს ნაწარმოები, რომელიც მუსიკალურ სასწავლებელში ზაქარიას მრავალწლიანი პროფესიული განათლების ერთგვარი შეჯამებაა, ფასეულია მთელი მისი შემოქმედების კონტექსტში, როგორც მთელის მცირე ფრაგმენტი.
გარკვეული მხატვრული ღირებულების გარდა, მესას, როგორც კომპოზიტორის ადრეულ ნაწარმოებს, პირველ რიგში გააჩნია ისტორიული მნიშვნელობა, .
მისამართი: თბილისი, დიმიტრი ბაქრაძის ქ. N10