ბეირუთში, ისრაელის თავდასხმას, სულ მცირე, 22 ადამიანი ემსხვერპლა
ბეირუთში, ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 22 ადამიანი დაიღუპა და 117 დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
როგორც ლიბანური მხარე აცხადებს, გასული თვის შემდეგ, ეს ისრაელის მხრიდან ქალაქზე მიტანილი მესამე იერიშია.
აღსანიშნავია, რომ მანამდე ლიბანში გაეროს სამშვიდობო ძალებმა განაცხადეს, რომ ქვეყნის სამხრეთში ისრაელის ტანკებიდან გასროლის შედეგად მათი შტაბ-ბინის ორი თანამშრომელი დაიჭრა.