რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინული ქალაქი ოდესა დრონებით დაბომბა,- ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის თქმით, დაიბომბა საცხოვრებელი სახლები. დაბომბვის შედეგად გარდაიცვალა ქალი,10 ადამიანი კი დაშავდა. დაზიანებულია ქალაქში გამავალი გაზსადენი, რის გამოც ქალაქის ნაწილს გათბობასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა.
“პუტინს მხოლოდ მშვიდობიან მოსახლეობასთან ბრძოლა უყვარს. ის არავის სცემს პატივს”,- აღნიშნა ერმაკმა.
ასევე, რუსულმა დრონებმა დააზიანეს ოდესის ეკლესია და რამდენიმე ავტომობილი. დაბომბვის შემდეგ ქალაქში, რამდენიმე ადგილზე ცეცხლი გაჩნდა.