ყირიმის რადამ რუსეთის შემადგენლობაში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო

  ყირიმის უმაღლესმა რადამ რუსეთის შემადგენლობაში ავტონომიის შესვლის გადაწყვეტილება მიიღო.გადაწყვეტილებას მხარი 78-მა დეპუტატმა დაუჭირა.
გადაწყვეტილების მიღებამდე ყირიმში რეფერენდუმის ჩატარების ახალი თარიღი გამოცხადდა. განცხადების თანახმად რეფერენდუმი 16 მარტს ჩატარდება. რეფერენდუმზე ორი კითხვა იქნება დასმული : დაუბრუნდება თუ არა ყირიმი 1992 წლის კონსტიტუციას თუ შევა რუსეთის შემადგნელობაში.
„რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლა, რუსეთის ფედერაციის სუბიექტის უფლებებით“ – ნათქვამია გადაწყვეტილების ტექსტში, რომელიც რუსულ მედიას ყირიმის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა სერგეი შუვაინიკოვმა მიაწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები