კიევის საავადმყოფოებში 216 პაციენტი მკურნალობს

18-21 თებერვალს, უკრაინის მოვლენების დროს დაშავებული 216 პაციენტი კიევის სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობას განაგრძობს. მათ უმრავლესობას თავის ტრავმები, სისხლჩაქცევები და მოტეხილობები აღენიშნება.
„უკრაინაში თებერვლის მოვლენების დროს, რასაც ადგილობრივი ხელისუფლების ცვლილება მოჰყვა, საერთო ჯამში 1075  ადამიანი დაშავდა. მათი უმრავლესობა უკვე გამოჯანმრთელდა და კლინიკებიდან გავწერეთ. ამჟამად სამედიცინო დაწესებულებებში მხოლოდ 216 ადამიანი რჩება,“ – განაცხადა უკრაინულ მედიასთან კიევის ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.
დეპარტამენტის ოფიციალური ინფორმაციით, აქციების დროს და ადგილობრივ  მილიციასთან დაპირისპირების შედეგად, კიევში სულ 88 ადამიანი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები