ქალთა მშვიდობიანი აქცია პრორუსულმა ძალებმა დაშალა
სიმფეროპოლში ქალთა მშვიდობიანი აქცია გაიმართა, რომელიც ჩხუბში გადაიზარდა.საპროტესტო მიტინგის მონაწილეებს თავს პრორუსული ძალების წარმომადგენლები დაესხნენ.
აქცია სახელწოდებით „ქალები მშვიდობისთვის“ სიმფერაპოლის ერთ- ერთ სამხედრო ბაზასთან მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეებს და ორგანიზატორებს ხელში პლაკატები ეჭირათ წარწერით „პუტინო ხელი აიღე უკრაინაზე“.
ანტირუსული აქციის პარალელურად კიევში პრორუსული მიტინგიც გაიმართა.