„ჩემი ბალიშები ექსკლუზიურია და არ მეორდება…“

„ხელოვნება ბავშვობიდან მიზიდავდა. ხელოვანთა გარემოცვაში გავიზარდე. ბაბუა და ჩემი ძმა მხატვრები არიან, ბიძა ხეზე მუშაობდა. შეიძლება ითქვას, ოჯახმა შემიწყო ხელი, მეც ხელოვანი ვყოფილიყავი…“ – ხელოვნებათმცოდნე თამთა მათითაიშვილი.

– პროფესიით ხელოვნებათმცოდნე ხარ…11095080_840817199300667_222908873_n
– დიახ, ტექნიკური უნივერსიტეტი დავამთავრე, სიძველეთა ექსპერტიზის მიმართულებით. სიძველეები ბავშვობიდან მიზიდავდა. ჩემს სახლშიც რომ შემოხვიდეთ, ყველაფერი ძველია. ბებიის კარადები, ბავშვობიდან ვაგროვებდი შანდლებს. ოჯახში ხშირად მეჩხუბებოდნენ, რად გინდა ეს ძველი ნივთებიო, მაგრამ მათი სილამაზე მიზიდავდა და მომწონდა. საინტერესო პროფესიაც ავირჩიე, მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველოში ამ კუთხით ვერ მოვახერხე საკუთარი თავის განვითარება. სამწუხაროდ, ჩვენთან ლაბორატორიაც კი არ არის მოწყობილი, რომ იმუშაო. გული მწყდება, მაგრამ აუცილებლად დავუბრუნდები. მაგისტრატურაც დავამთავრე და ახლა დოქტორანტურისთვის ვემზადები, რომ ისევ ჩემი პროფესიით გავაგრძელო მოღვაწეობა. ბევრი გაცვლითი პროგრამაა და მინდა გერმანიაში წავიდე, ხელოვნების ნიმუშების ექსპერტიზა ჩავატარო. რთულია, მაგრამ მაინც შევეჭიდები ამ პროფესიას და კარგად ვისწავლი.
– ხელნაკეთი ბალიშები…11116079_840817195967334_279173957_n
– გარკვეული პერიოდი სკოლაში ვმუშაობდი, ხელოვნებას ვასწავლიდი. ერთ დღეს, უბრალოდ გადავწყვიტე, ხელოვნებას დავბრუნებოდი, გამეკეთებინა ორიგინალური, ექსკლუზიური ბალიშები და ბავშვები გამეხარებინა. ორი თვეა ვაკეთებ, საინტერესოა, რაც ყველაზე მთავარი და უცნაურია ხალხს მოსწონს. საკუთარი ფანტაზიით ვაკეთებ, ვცდილობ იყოს ფუმფულა, საყვარელი, რომ ბავშვმა ტკბილად დაიძინოს. მეც ვიყავი ბავშვი და ვიცი, ვგრძნობ, რა მოსწონთ ბავშვებს.
– ატელიე Fenix Jeans
– ატელიე Fenix Jeans დედამ გახსნა, სადაც ტანსაცმელზე მუშაობდა და, რომელიც მე და ჩემმა ძმამ ჩვენი ფანტაზიით მოვაწყვეთ. მყუდრო, სალონური გარემო შევქმენით, რაც ხელს მიწყობს საინტერესოდ მუშაობაში. გარდა ამისა, დედაც მეხმარება და რჩევებს მაძლევს.
თუმცა მნიშვნელოვანი მაინც განწყობა და ხასიათია, ხანდახან ამინდიც კი მოქმედებს. ვმუშაობ შეკვეთებზეც, მაგრამ მიყვარს, როცა თავისუფალი ვარ და ვაზროვნებ. საერთოდ, ვთვლი, რომ ხელოვნებათმცოდნე, ზოგადად, ხელოვანი თავისუფალი უნდა იყოს ჩარჩოებისგან, დოგმებისგან გათავისუფლებული და ორიგინალური.
– პირველად რა გააკეთე?11128695_840817205967333_1811379127_n
– პირველად მეგობარმა მთხოვა, ჩემი ფანტაზიით გამეკეთებინა „პეპი გრძელიწინდა“. სრული თავისუფლება მომცა, მითხრა, ვიცი, რომ გამოგივა და როგორც გინდა, გააკეთე. ამის შემდეგ ფანტაზიები მომემატა.
ჩემთვის ყველაზე საინტერესო იყო ყვავილებიან ბალიშზე მუშაობა. თითოეული დეტალი ჩემი ხელით გავაკეთე და ყვავილებზე ორი დღის განმავლობაში ვმუშაობდი. ყვავილების გაზაფხულთან ასოცირება ძალიან ლამაზი გამოვიდა. მუშაობის დროს, როგორც მხატვარი თავის ნახატებში, მეც სხვა სამყაროში გადავდივარ.
აგრეთვე, საჩუქრად გავუკეთე რაგბის კავშირს და გიორგი კეკელიძეს „გურული დღიურების“ ბალიში. მეც გურული ვარ და წიგნი რომ წავიკითხე, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. რაც მთავარია, მიყვარს როცა ადამიანს საჩუქარს ვუკეთებ და ის ბედნიერია.
– ბიზნესმენ ქალთა ფორუმი…11156808_840817209300666_864963462_n
– ბიზნესმენ ქალთა ასოციაციამ „ქორთრიად მერიოტში“, ბიზნესმენ ქალთა ფორუმი მოაწყო, სადაც 200 ბიზნესმენი ქალი იყო მოწვეული, რომლებიც საქართველოში ბიზნესს აწარმოებენ. მეც ვიყავი მიწვეული და ჩემმა ბალიშებმა დიდი ინტერესი დაიმსახურა. აუქციონზე გავყიდე, რადგან ნინოწმინდის ბავშვთა სახლისთვის შეგროვდა თანხა.
– ახლა ფესტივალისთვის ემზადები…
– დიახ, 1 ივნისს „მზიურში“ „მზის ფესტივალი“ ჩატარდება და ჩემი ბალიშების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. მინდა ბევრი ფერადი ბალიში გავაკეთო, რომ ბავშვებს მოეწონოთ და ისინი გავახარო. საერთოდ, ჩემი ბალიშები ექსკლუზიურია და არ მეორდება. მინდა ყველას, ინდივიდუალურად  განსხვავებული ბალიში ჰქონდეს.

მზევინარ ხუციშვილი

11158163_840817192634001_1751238832_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები