"რაშა თუდეის" ჟურნალისტმა სამსახური პირდაპირ ეთერში დატოვა (ვიდეო)

   რუსული ტელეარხის “რაშა თუდეის” ჟურნალისტმა ლიზ ვალმა სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება პირდაპირ ეთერში გააკეთა. ჟურნალისტის თქმით, ის ვერ ითანამშრომლებს იმ არხთან, რომელიც რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების მიერ ფინანსდება და “პუტინის მოქმედებებს ათეთრებს”. მისი თქმით, ის არის ოჯახიდან, რომელიც საბჭოთა კავშირიდან ამერიკაში გაიქცა.
“ვამაყობ, რომ ამერიკელი ვარ. მე მწამს სიმართლის გავრცელების. ამ ეთერის შემდეგ სამსახურიდან მივდივარ”, – განაცხადა ვალმა.
ტელეკომპანიის ხელმძღვანელობას მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები