ნატო რუსეთთან თანამშრომლობას გადახედავს

   რუსეთის ელჩებთან შეხვედრის შემდეგ ალიანსის გენმდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ნატო რუსეთთან თანამშრომლობას გადახედავს.
რასმუსენმა ქიმიური იარაღის შესახებაც ისაუბრა. რასმუსენის თქმით, ალიანსი სირიის ქიმიური არსენალის რუსეთთან ერთად განადგურების შეწყვეტას აპირებს. სამხედრო ალიანსის გენერალურმა მდივანმა საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ ნატო უკრაინის ახალი ხელისუფლების როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო სექტორთან თანამშრომლობს.
განცხადებას უკვე უპასუხეს რუსმა დიპლომატებმა. რუსეთმა ალიანსი რუსეთის მიმართ ცივი ომის სტანდარტების გამოყენებაში დაადანაშაულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები