ევროპაში ყოველი მესამე ქალი ძალადობის მსხვერპლი იყო

ევროპაში ყოველი მესამე ქალი ძალადობის მსხვერპლი იყო. სიის სათავეში არიან: დანია, ფინეთი და შვედეთი. 15 წლის ასაკიდან ქალები ფიზიკური ძალადობის მსხვერპლნი იყვნენ, ეს დასკვნა ადამიანის უფლებათა დამცველთა ევროპულმა სააგენტომ წარმოადგინა, რომელმაც ამ საკითხთან დაკავშირებით დიდი კვლევა ჩაატარა. კვლევაში 42 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. ძალადობის მსხვერპლი ქალების მხრივ ყველაზე მაღალი პროცენტი მოდის დანიაზე (52%), შემდეგ მოსდევს ფინეთი (47%) და შვედეთი (46%). აღსანიშნავია, რომ ეს ქვეყნები გენდერული თანასწორობის სამაგალითო ქვეყნებად ითვლებიან.
ძალადობის მხრივ ყველაზე დაბალი პროცენტის ქვეყანა პოლონეთი აღმოჩნდა (19%). ქალების 22%-მა პროცენტმა განაცხადა, რომ ისინი ფიზიკური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი იყვნენ, ხოლო 5% გააუპატიურეს. 43% კი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იყო. მაგალითად, ისინი სახლში ჩაკეტეს, გარეთ გასვლას უკრძალავდნენ და პორნოგრაფიის ყურებას აძალებდნენ ან ცემით ემუქრებოდნენ. გამოკითხულთა 33%-მა აღიარა, რომ მათზე ბავშვობაში უფროსებმა იძალადეს. 12% უცნობი მამაკაცების ძალადობის მსხვერპლი გახდა, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 55%-იდან 32%-ზე კოლეგებმა, უფროსობამ ან კლიენტებმა იძალადეს.
დაზარალებულთა 67%-ს პოლიციისთვის ან სხვა ორგანიზაციისთვის არ განუცხადებია, რომ ისინი ძალადობის მსხვერპლი გახდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები