ობამა და ქემერონი: რუსეთმა უკვე დაიწყო საფასურის გადახდა იმისთვის, რასაც უკრაინაში აკეთებს

  აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამასა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის დევიდ ქემერონის განცხადებით, რუსეთმა უკვე დაიწყო გადახდა იმ ყველაფრისთვის, რასაც უკრაინაში ახორციელებს. ამის შესახებ ორი ქვეყნის ლიდერის სატელეფონო საუბარშია აღნიშნული. „ ორივე ლიდერმა გამოხატა სერიოზული შეშფოთება უკრაინაში ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უხეშად დარღვევის გამო“,- აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში. განცხადების თანახმად, ობამამ და კამერონმა საუბრისას განმარტეს, რომ უკრაინაში არსებული ვითარება მათთვის კატეგორიულად მიუღებელია. მათი თქმით, მოსკოვმა უკვე დაიწყო საფასურის გადახდა მათი ქმედებების გამო, მათივე განცხადებით, რუსეთის მიმართ საინვესტიციო კუთხით ნდობამ სერიოზულად იკლო. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მიესალმნენ, უკრაინის მთავრობის თხოვნით, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ეგიდით სამხედრო დამკვირვებელთა მისიის გაგზავნის ფაქტს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები