რუსეთის ჯარმა სამხედრო ნაწილების ბლოკირება გააძლიერა და სანგრების თხრა დაიწყო
რუსეთმა ყირიმში სამხედრო ძალები გააძლიერა და სანგრების თხრა დაიწყო. სამხედროები აქტიურად აგრძელებენ სამხედრო ნაწილების ბლოკირებას, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. წუხელ ღამით რუსულმა ძალებმა კიდევ რამდენიმე სამხედრო ნაწილის ბლოკირება მოახდინეს, უცვლელად მხოლოდ ის სამხედრო ძალები რჩება, რომლებსაც ე.წ. ყირიმის თავდაცვის სამინისტრო აკონტროლებს.