ევროკავშირმა იანუკოვიჩისა და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების ანგარიშები გაყინა

   ევროკავშირმა უკრაინის იმ ყოფილი მაღალჩინოსნების სია გამოაქვეყნა, რომელთა საბანკო ანგარიშებიც მათი მითითებითვე გაიყინა. სიაში ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი, სახელმწიფო ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი ანდრეი კლიუევი და 16 სხვა მაღალჩინოსანი და ბიზნესმენი მოხვდა,- ინფორმაციას გაყინული ანგარიშების შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
„ყველა კანონიერი საშუალება და ეკონომიკური სანქციები იქნება გამოყენებული. ყველა ანგარიში, რომელთაც უშუალოდ სიაში მყოფი პირები ფლობდნენ სახელმწიფო თანხების უკანონოდ მითვისებაში და მშვიდობიანი მოსახლეობის მოკვლის ბრძანებაში, არიან ბრალეულები. ისინი უნდა დაისაჯონ“,- აღნიშნულია ევროკავშირის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები