უკრაინა ნატოში ინტეგრაციის პროცესს განაახლებს

უკრაინა ნატოში ინტეგრაციის პროცესს განაახლებს. შესაბამისი კანონპროექტი, უკრაინის უმაღლეს რადაში უკვე დარეგისტრირდა.
საკანონმდებლო ინიციატივა ეროვნული უსაფრთხოების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს, რომლის თანახმადაც უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ ჩანაწერს დაემატება “ევროატლანტიკური უსაფრთხოების სივრცეში ინტეგრაცია”. კანონპროექტის ინიციატორები ფრაქცია “ბატკივშინას” დეპუტატები არიან.
ამასთან ერთად, იგეგმება იანუკოვიჩის მიერ 2010 წელს მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება, რომელიც უკრაინის სამხედრო ბლოკში გაერთიანებას კრძალავს. უკრაინას, ისევე როგორც საქართველოს, 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მაპის მიღებაზე უარი ეთქვა. მოგვიანებით კი ვიქტორ იანუკოვიჩის ხელისუფლებამ ალიანსში ინტეგრაციის პროცესზე უარი განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები