პენსიონერმა ვიქტორ იანუკოვიჩის გამო თავი დაიწვა

  ლუგანსკში 62 წლის პენსიონერმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მან ბენზინი გადაისხა და თავი დაიწვა, – ამის შესახებ წერს: “www.segodnya.ua“. მამაკაცის ცხედარი 4 მარტს კერძო სახლში იპოვეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, პენსიონერმა თვითმკვლელობამდე წერილი დატოვა. წერილში მამაკაცი უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩს მონსტრს უწოდებს და პენსიონერების გაჭირვებულ ცხოვრებაზე საუბრობს, რომ მათ პენსიის თანხით კომუნალური გადასახადების გადახდაც კი არ შეუძლიათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები