მოსწავლეებთან სადისტური მეთოდების გამოყენებისთვის პედაგოგი გაათავისუფლეს

  ბრიტანეთში ესპანური ენისა და ხელოვნების ისტორიის პედაგოგი მოსწავლეების დასაწყნარებლად სადისტურ მეთოდებს იყენებდა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. პედაგოგი პრისცილა დავო მოსწავლეებს გაკვეთილის განმავლობაში ტუჩებზე წებოვან ლენტას რამდენჯერმე აკრავდა და ზარის დარეკვამდე მოხსნას უკრძალავდა. მშობლების განცხადებით, ბევრ ბავშვს ამის შედეგად გაღიზიანება დაეწყო, ზოგს კი ტუჩებიდან სისხლი წამოუვიდა, თუმცა ეს პედაგოგს სულაც არ ადარდებდა.
,,გაკვეთილის ბოლოს ქალბატონმა დავომ უფლება მისცა ჩემს შვილს – ტომასს, მოეძრო ტუჩებიდან ლენტა, თან გააფრთხილა, რომ თუკი იხმაურებდა, ყოველთვის ასე იქნებოდა. ბავშვს ტუჩები დაუსივდა. წარმოგიდგენიათ, როგორ ეტკინებოდა, როცა ლენტა ააგლიჯა?“- ჰყვება ერთ-ერთი ბავშვის მშობელი სტეისი ბრედბერი.
11 წლის რაიან ბრედბერი ამტკიცებს, რომ ეპანურის მასწავლებელმა 25 წუთის განმავლობაში მას პირზე ლენტა 7-ჯერ დააწება. მშობლების თქმით, ბავშვები ძალზე ტრვმირებული იყვნენ და დავოს გაკვეთილზე მისვლის ეშინოდათ. მასწავლებლის საქციელით დაზარალებული ბავშვები დირექტორმა სახლებში გაუშვა და პედაგოგის საქციელისთვის ბოდიში მოუხადა. მრავალრიცხოვანი საჩივრის გამო ესპანური ენის პედაგოგი სამსახურიდან დაითხოვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები