გაერომ აშშ-ის შტატში მარიხუანის ლეგალიზაცია გააკრიტიკა

   გაეროს ნარკოტიკების საერთაშორისო კონტროლის კომიტეტმა 2012 წელს რეკრეაციული მიზნებისთვის აშშ-ის ორ შტატში მარიხუანის ლეგალიზაცია გააკრიტიკა. ბოლო მოხსენებაში კომიტეტმა ფედერალურ მთავრობას მთელი აშშ-ის ტერიტორიაზე “ანტინარკოტიკული ხელშეკრულების სრული შესრულებისკენ” მოუხმო. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ავღანეთის ხელისუფლება არასაკმარისად ეფექტურ ზომებს იღებს ყაყაჩოს არალეგალურ პლანტაციებთან ბრძოლაში. ექსპერტები არ გამორიცხავენ ევროპაში ექსტაზზე ახალი პოპულარობის ტალღასაც. საერთაშორისო ნარკოტიკების კონტროლის კომიტეტი წინა საუკუნის სამოციან წლებში დაარსდა, რომ თვალი ადევნოს გაეროს წევრ ქვეყნებში ნარკოტიკებთან დაკავშირებულ სიტუაციას და კანონით გათვალისწინებული შეთანხმებები გააკონტროლოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები