უკრაინის პატრიარქი: პუტინი თავის ჯართან ერთად ყირიმიდან მოშორდება

  უკრაინის პატრიარქის ფილარეტის განცხადებით, პუტინი თავის ჯართან ერთად ყირიმიდან მოშორდება. ფილარეტმა ჟურნალისტების შეკითხვაზე, როდის მოხდება ეს, უპასუხა, რომ ეს მხოლოდ ღმერთმა უწყის. “მაგრამ ჩვენ ამას მოვესწრებით”, – დასძინა უკრაინის პატრიარქმა. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ეკლესია ლოცულობს, რომ ღმერთი ნახევარკუნძულზე შექმნილი კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაში დაეხმაროს. “უფალი ამ კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაში დაგვეხმარება. ხომ ხედავთ, რით დამთავრდა კიევში არსებული კონფლიქტი? – იანუკოვიჩის გაქცევით”, – განაცხადა ფილარეტმა. მანვე კომენტარი უკრაინის ექსპრეზიდენტის შესახებაც გააკეთა. მისი თქმით, უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა გამანადგურებელი მარცხი მას შემდეგ განიცადა, რაც ეკლესიაში მისი ჯანმრთელობისთვის ლოცვა შეწყვიტეს.
“იანუკოვიჩი მაშინ წავიდა, როცა ეკლესიამ იანუკოვიჩის ხელისუფლებისთვის ლოცვა შეწყვიტა. ასე იქნება აქაც. ღმერთისთვის შეუძლებელი არაფერია”, – განაცხადა ფილარეტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები