მიხეილ გიორგაძე სამუშაო ვიზიტით დოჰაში (კატარში) იმყოფება

საქარველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი სამუშაო ვიზიტით დოჰაში (კატარში) იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში მიხეილ გიორგაძეს კატარის კულტურის, ხელოვნებისა და მემკვიდრეობის მინისტრმა უმასპინძლა. მხარეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ საქართველოს მთავრობასა და კატარის სახელმწიფოს მთავრობას შორის. დოკუმენტი ითვალისწინებს ორმხივი ურთიერთობების გაღრმავებასა და კულტურის სფეროში თანამშრომლობას. დოჰაში საქართველოს მთავრობას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები