თბილისსა და სიღნაღში ვანო სარაჯიშვილის სახელობის ფესტივალი გაიმართება
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ვანო სარაჯიშვილის სახელობის ფესტივალი გაიმართება.
ფესტივალი „ახალი ხმა – ვანო სარაჯიშვილის სახელობის პრემია“ ორ ეტაპად ჩატარდება:
I ეტაპი – საფესტივალო მოსმენა თბილისში, 14 მაისს კონსერვატორიის მცირე დარბაზში გაიმართება.
ფესტივალის დასკვნითი – II ეტაპი 23 მაისს ქალაქ სიღნაღში, გალა კონცერტით დასრულდება.
ჟიურის წევრები იქნებიან: თავმჯდომარე – მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე, წევრები – სოპრანო იანო ალიბეგაშვილი და პიანისტი, პროფესორი გიორგი ვაჩნაძე.
ფესტივალის ჟიური სამ საპრიზო ადგილზე გასულ მონაწილეებს გამოავლენს, ესენია: ფესტივალის მთავარი პრიზი – „მომავლის ხმა – ვანო სარაჯიშვილის პრემია“, აუდიტორიის სიმპათია და საუკეთესო კონცერტმაისტერი.
ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია კონსერვატორიის რექტორი, პიანისტი, პროფესორი გიორგი ვაჩნაძე.
