რუსი ექსტრემისტები უკრაინაში არ შეუშვეს

   უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს და უშიშროების წარმომადგენლებმა ქვეყანაში ექსტრემისტები არ შეუშვეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ოფიციალური ინფორმაციით, ქვეყანაში შესვლა ერთ ღამეში 500-ზე მეტმა ექსტრემისტმა სცადა. შსს ინფორმაციით, ისინი საზღვარზე სიტუაციას სრულად აკონტროლებენ. როგორც სასაზღვრო დაცვის პოლიციის ხელმძღვანელმა პაველ შიშოლინმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რუსეთიდან მომავალი ადამიანები სპეციალური დავალებით მიდიან უკრაინაში და მათი მიზანი აღმოსავლეთ უკრაინისა და ყირიმში მდგომარეობის არევაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები